ვაკანსია მექანიკოსის პოზიციაზე

შპს “ჯითიეს ელექტრონიქსი” 2004 წლიდან წარმოადგენს დაბალი ძაბვის ელექტრო ტექნიკის, როგორიცაა გენერატორები, ძაბვის რეგულატორები, გარანტირებული კვების სისტემები, ქსელის ანალიზატორები და ა.შ. იმპორტი, რეალიზაცია და ასევე არსებული პროდუქტის სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.

კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე შპს ჯითიეს ელექტრონიქსის გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს მექანიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მოსკოვის გამზ 35
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 10:00-14:00 (შაბათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალო ჯამური ანაზღაურება 1400-1700ლ)

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
** 24 + 4 საშვებულებო დღეს;
** შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 6 თვის შემდეგ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გენერატორების მიღება და ინსპექტირება;
** ტექნიკის საგარანტიო მომსახურების ფარგლებში რეგიონული გასვლები/მომსახურება;
** ტექნიკის რეალიზაციამდე წინასწარი შემოწმება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა, B ან/და C კატეგორია.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება შერჩევის სპეციალისტთან;
** გასაუბრება სერვისის განყოფილების ხელმძღვანელთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე:   info@gts-el.com და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – “მექანიკოსი”.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!