ჯანდაცვა
საავადმყოფოებისა და სხვა ჯანდაცვისა და კოსმეტიკური დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ამ ტიპის ობიექტებისთვის ელექტროენერგიის უწყვეტობა აბსოლიტური აუცილებლობაა. ამასთანავე, ამ ტიპის ობიექტები, როგორც წესი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, ძვირადღირებული აპარატურით, ისინი კი ძალზედ მგრძნობიარე არიან ძაბვის მიმართ. შესაბამიდას, მათი ხანგრძლივი და გამართული ფუნქციონირებისთვის ხარისხიანი და უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება აუცილებელია.