სოციალურ-კორპორატიული პასუხისმგებლობა
რეალურად, ჩვენი ბიზნესი არ იწვევს გარემოს დაბინძურებას. პრინციპში, იგი წარმოშობს გარკვეულ ნარჩენებს, როგორც უამრავი სხვა კომპანია, თუმცა მისი ზემოქმედება გარემოზე მაინც შეზღუდულია. გადაწყვეტილება გარემოს დაცვის მენეჯმენტის შესახებ ISO 14000-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, ძირითადად, ჩვენი კორპორატიული ღირებულებების გათვალისწინებით იქნა მიღებული. ეს ძალიან მარტივია. ჩვენ, ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს, ჩვენ ოჯახებს, ყველა ჩვენგანს გვიყვარს ბუნება, ყველას გვინდა, ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ სუფთა ჰაერი, ყველას გვინდა, დავლიოთ სუფთა წყალი და, ბოლოს, ყველას გვაქვს გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობა, მოვახდინოთ გარკვეული დადებითი ზემოქმედება ეკოლოგიაზე. გამოყენების პროცესში ჩვენ განვახორციელეთ ნარჩენების მართვის სრულიად ახალი სისტემა. ყველა პოტენციურად საფრთხის შემცველი მასალა გროვდება და მუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღარ ხდება ქაღალდის გადყრა, ყველა ფურცელი გროვდება და იცვლება ახალში.
2015 წლიდან უწმინდესის ლოცვა კურთხევით საქართველოს ახალი ტრადიცია აქვს რაც გულისხმობს კავკასიური სოჭის ნერგთან ერთად შობა-ახალი წლის შეხვედრას. ამ წელს ჩვენ შევიძინეთ 300 ნერგი, რომლებიც გადავეცით ჩვენს მომხმარებლებს საახალწლო საჩუქრად. ჩვენი მიზანი იყო ახალი ტრადიციის დანერგვაში მონაწილეობის მიღება და ქართული ფლორის განვითარება.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ბავშვი და გარემოს” მფარველობის ქვეშ მყოფი ბავშვების მხარდასაჭერად 2010 წელს მიშელ დანის მიერ წამოწყებული პროექტი წარმატებით ტარდება უკვე მე-9 წელია. 8 წლის განმავლობაში პროექტის ფაგლებში ზამთრის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაჭირვებული, მიუსაფარი და ქუჩის ბავშვებისთვის გროვდება თბილისის სკოლების მიერ, რომლებიც ამ აქციის ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. 2017 წელს ჩვენი კომპანია ჩაერთო ყოველწლიურ საქველმოქმედო აქციაში და ზამთრის ფეხსაცმელი გადასცა 60 მიუსაფარ ბავშვს.
2018 წლის აპრილში გაიხსნა კამპანია „სუფთა ჰაერისთვის“, რომლის მიზანია ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. 2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ) ჰაერის დაბინძიურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. კამპანიაში ჩართული კომპანიების მიერ მოხდება საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების ადვოკატირება, ასევე ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის წარმოება. „ჯითიეს ელექტრონიქსმა“ სხვა ოცამდე ქართულ კომპანიასთან ერთად გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ჩვენ მიერ მიწოდებულ გენერატორებზე განთავსებულია საინფორმაციო სტიკერები, რომლებიც ერთგვარი სახელმძღვანელოა მომხმრებლებისთვის. აღნიშნული ქმედება არის ჩვენი კეთილი ნება და მიმართულია სახიფათო ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ.
2018 წლის 5 ივნისს გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით კამპანიის „სუფთა ჰაერისთვის“ ფარგლებში გაიმართა აქცია „გაამწვანე შენი ავტომობილი“. ჯითიეს ელექტრონიქსის თანამშრომლებმა სხვა მონაწილეებთან და ორგანიზატორებთან ერთად მოუწოდეს მძღოლებს ტექ-ინსპექტირებით თავიანთი წვლილი შეიტანონ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში. ამავე წელს ჩვენი კომპანიის ბალანსზე არსებულმა 8 ავტომობილმა უკვე წარმატებით გაიარა გეგმიური ტექ-ინსპექტირება.
ჯითიეს ელექტრონიქსი აგრძელებს კამპანიების დაგეგმვას და ახლო მომავალში კვლავ გეგმავს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას.