საქართველოში პირველი და ერთადერთი კომპანია, რომელმაც ერთდროულად 3 ISO სერტიფიკატი მიიღო
2018 წლის აპრილში ჯითიეს ელექტრონიქსმა მიიღო ISO 9001, ISO 14000, OHSAS 18000 (ISO 45001) სერთიფიკატები და საქართველოში პირველი და ერთადერთი კომპანია გახდა, რომელმაც ერთდროულად 3 ISO სერტიფიკატი მიიღო.
სერთიფიკატები ადასტურებენ ჯითიეს ელექტრონიქსის მიერ მუშაობის შესაბამისობის უზრუნველყოფას შემდეგი სამი მიმართულებით: ხარისხის სფეროში შესაბამისობა ISO 9001-თან ხარისხის მართვის შესახებ; ეკოლოგიის სფეროში – შესაბამისობა ISO 14000-სთან გარემოს დაცვის მენეჯმენტის შესახებ, და მისი ყველაზე ღირებული აქტივი, კადრების სფეროში – შესაბამისობა OHSAS 18000-სთან შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის შესახებ.
ჩვენი შემდგომი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, სამივე სერთიფიკატის შენარჩუნებაა. ჩვენს კომპანიაში ყოველწლიურად ჩატარდება აუდიტი და ყველაფერი უნდა განახლდეს ყოველ 3 წელიწადში, რაც კომპრომისის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენი სტრატეგია ხარისხის მუდმივად გაუმჯობესებას ითვალისწინებს; ჩვენ გვსურს, უზრუნველვყოთ საკუთარი თავის, როგორც მაქსიმალურად საუკეთესო ბიზნეს პროცედურების მქონე კორპორაციის იდენტიფიცირება, რათა შევინარჩუნოთ ყველა ჩვენი კლიენტი და გავზარდოთ მათი ბაზა, რაც დაგვეხმარება მომავალში საერთაშორისო ბაზარზეც გასვლაში. ეს ჩვენ მიერ დასახული მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯია.