შპს “ჯითიეს ელექტრონიქსის” საქმიანობას წარმოადგენს ელექტროენერგიის უწყვეტი მომარაგების და დაბალი ძაბვის პროდუქტების იმპორტი, დისტრიბუცია და მომსახურება.

კომპანიის დაარსების იდეა ეკუთვნის ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, რომლებიც ბაზარზე 90-იანი წლებიდან ოპერირებდნენ შპს “ჯიაი

ეს ელექტრონიქსის” სახელით. მათი ბიზნეს საქმიანობა იყო ძაბვის რეგულატორების და გარანტირებული კვების წყაროების (ე.წ UPS) წარმოება საქართველოში.

2004 წლიდან კომპანიამ განიცადა ძირებული რებრენდინგი და შემოვიდა ბაზარზე შპს “ჯითიეს ელექტრონიქსის” სახელით, მას შემდეგ ინარჩუნების ლიდერის პოზიციას.

კომპანია წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც სისტემური ინტეგრატორი თავის სფეროში. ის ამრავა

ლფეროვნებს პროდუქციას მსოფლიოს ბაზარზე არსებული სიახლეების გათვალისწინებით და სთავაზობს მომხმარებელს თანამედროვე და ეკონომიურ სისტემურ გადაწყვეტილებებს.

მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს გადაწყვეტილებების სრული ციკლი შევთავაზოთ კორპორატიულ ბაზარს: ბანკებს, საავადმყოფოებს, ოფისებს, ავტოგასამართ სადგურებს, სასტუმროებს, ტელესაკომუნიკაციო კომპანიებს, მაღაზიებს და სხვა.

ჯითიეს ელექტრონიქსი საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ელექტროენერგიის უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფის სრულ ციკლს:

 

  • პროექტირებას
  • პროდუქციას
  • ინსტალაციას
  • ტესტირებას
  • პროდუქტის შეკეთებას
  • გაყიდვების შემდგომ მომსახურებას საგარანტიო, გეგმიურ და ავარიულ შემთხვევებში.

 

 

რატომ ჯითიეს ელექტრონიქსი?

 

  • პროდუქტის ფართო არჩევანი
  • მრავალწლიანი გამოცდილება
  • ოპერატიული მომსახურება
  • მაღალკვალიფიციური პერსონალი
  • მოქნილი გადახდის სისტემა

 

 რას გთავაზობთ?

 

  • გარანტირებული კვების სისტემები;
  • ძაბვის რეგულატორები;
  • ბატარეები;
  • გენერატორები: დიზელის, გაზის, ბენზინის ძრავით;
  • ძაბვის ანალიზატორები;
  • მომხმარებელზე მორგებული მზის სისტემის გადაწყვეტილებები;
  • შუქ დიოდის ქუჩის განათებები.